შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38019 
 11 აპრილი 2019

თელავში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს. მსვლელობა ერეკლე მეორეს გამზირზე დაიწყო და გივი ჩოხელის სტადიონთან დასრულდა.

აქციაზე, რომლის ორგანიზატორი “ლეიბორისტული პარტია” იყო, ტაქსის მძღოლებმა სოლიდარობა გამოხატეს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრავი მძღოლების მიმართ. მათ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ახალი რეგულაციები დაუწესა.

“თელავის გარდა, სოლიდარობის აქცია კახეთის ყველა ქალაქში გაიმართა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში მოძრავ ტაქსისტებს. თურმე თბილისის მოსახლეობას მერი კი არა მალიარი აურჩევიათ იქიდან გამომდინარე, რომ ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვას სთხოვს.

კალაძის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ მილანში დადიან თეთრი ფერის ტაქსები. ჩვენი მოთხოვნაა კახა კალაძის მიერ ინიცირებული ტაქსების რეგულაციის გაუქმება”, – განაცხადა “კახეთის ხმას” ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკა ვარდოშვილმა.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ტაქსები „ა“ და „ბ“ კატეგორიად დაიყოფიან, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები კი ავტომობილებს თეთრად დაფერავენ. მძღოლები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, მანქანების გადაღებვა აღარ მოუწიოთ და მათ ავტომანქანაზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან, მათი თქმით, არც სტიკერების დაკვრაა მათთვის მისაღები, რადგან ეს საკმაოდ ძვირი ღირს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია