შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთისა და ლვოვის მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38093 
 15 აპრილი 2019

კახეთის რეგიონში უკრაინის ელჩი საქართველოში – ოლეგ დოლგოვი, ელჩის პირველი მდივანი და ლვოვის ოლქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ლვოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციასა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის რეგიონთაშორისო თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ლვოვის ოლქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, რომან ფილიპივმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შიოშვილმა.

როგორც “კახეთის ხმას” კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, დოკუმენტის თანახმად, მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას: სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ვაჭრობის, მრეწველობის, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით.

სტუმრებმა კახეთში ვიზიტის დროს, მოილოცეს ალავერდის მონასტერი, ეწვივნენ თელავის ისტორიულ მუზეუმს და კულტურისა და დასვენების პარკში -„ნადიკვარი“, ლესია უკრაინკას ძეგლი გვირგვინით შეამკეს. უკრაინის დელეგაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შიოშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა უმასპინძლეს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები