შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ემპათია“ ველისციხეში ოპოზიციის მიტინგზე დაზარალებული შოთა დალაქიშვილის საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38895 
 14 მაისი 2019

„წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა 5 ექსპერტის მონაწილეობით, გასული წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის საწინააღმდეგო ოპოზიციის მიტინგზე მსვლელობისას მოქალაქე შოთა დალაქიშვილის წამების ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ – კომისიური სასამართლო ექსპერტიზა დაასრულა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაზარალებული შოთა დალაქიშვილის საქმეზე გურჯაანის სასამართლოში გამოძიება სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რასაც „ემპათია“ არ ეთანხმება და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

„ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ს/ს საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებას, ექსპერტიზის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა ექსპერტიზაში ხელის შეშლას, ვინაიდან საქმის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა უარი განაცხადა ქსერო – ასლების მოწოდებაზე, ასევე დაარღვია რა პაციენტის ფუნდამენტური უფლება, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ არ გადმოგვცა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა.

აღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა გურჯაანის პროკურატურას, ასევე გურჯაანის სასამართლოს, სადაც დაზარალებული შოთა დალაქიშვილის საქმეზე წარმოებს გამოძიება ს/ს კოდექსის 118-ე მუხლით (სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება), რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით და მოვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას 1441, რაც გულისხმობს ადამიანის წამებას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, ცენტრი „ემპათია“ მოუწოდებს გურჯაანის რაიონულ პროკურატურასა და გურჯაანის სასამართლოს, საქმე სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ არა მარტო შემსრულებლები, არამედ დამკვეთებიც. ასევე, გამოძიება აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წამების მუხლით.

„ემპათიის“ ინფორმაციითვე, შოთა დალაქიშვილმა სოფელ ველისციხეში პოლიტიკური ოპოზიციის მიტინგზე მსვლელობისას ფიზიკურ დაზიანებებთან ერთად, ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღო. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია სამი პირი, თუმცა ცენტრის შეფასებით, გამოძიება ადეკვატურად არ მიმდინარეობს.
„აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა 16/12/2018 სოფელ ველისციხის ტერიტორიაზე პოლიტიკური ოპოზიციის მიტინგზე მსვლელობისას, სადაც 10-მდე ხელკეტებით შეიარაღებულმა პირმა სამართალდამცავების თვალწინ სასტიკად ცემა შოთა დალაქიშვილი, რის შედეგადაც, მას აღენიშნა ღია ჭრილობები თავისა და სახის არეში, სახის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა, ასევე მიადგა ფსიქოლოგიური ტრავმა.
აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია სამი პირი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ადეკვატურად გამოძიება არ მიმდინარეობს,“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები