შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევრო დიპლომის შემფასებელი მისიის ექსპერტი ეწვია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39362 
 07 ივნისი 2019

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპის კომისიის ევრო დიპლომის შემფასებელთა მისიის წარმომადგენელი-ექსპერტი პიერ გალანი ეწვია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინიტრაციის ინფორმაციით, ექსპერტი შეაფასებს დაცულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, გადაწყდება გადაეცემა თუ არა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევრო დიპლომი 2020 წელს.

,,ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, პიერ გალანი ტერიტორიაზეც გავიდა და ადგილზე დაათვალიერება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და შეისწავლა არსებული მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ ევრო დიპლომი ვაშლოვანის დაცულმა ტერიტორიებმა 2015 წელს, 5 წლის ვადით მიიღო.

მსგავსი დიპლომი ევროპის მასშტაბით მხოლოდ 28 ქვეყნის 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. იგი სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულებების თვალსაზრისით გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს განსაზღვრული ვადით გადაეცემა”,- განაცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია