შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-ის დატბორილ მონაკვეთზე სამუშაოები დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39378 
 07 ივნისი 2019

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან წყლის დონის დაწევისა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 5 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის 1 ექსკავატორი, 1 ეშვიანი ექსკავატორი და 3 ბულდოზერი. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის რაოდენობა გაიზრდება.

,,2 დღის წინ, უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები, სპეციალისტებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა 56-ე კმ-ზე არსებული ვითარება შეისწავლეს და პრობლემის გადაჭრის გზები დასახეს.

კომისიის მიერ შემუშავებული გემის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდა და სამუშაოები ამ გეგმის შესაბამისად განხორციელდება.

შეგახსებთ, რომ 56-ე კმ-ის გარდა, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად და შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო გადაწყვეტების წარმოდგენა. პროექტის წარმოდგენისთანავე განხორციელდება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია