შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აღდგენილი გუდის ყველის წარმოების ტრადიცია თუშეთში

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39858 
 01 ივლისი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები თუში ფერმერი პაატა აბულიძე მეცხვარეობას მისდევს და  თუშურ გუდის ყველს აწარმოებს.

2015 წელს მან კოოპერატივი ,,ალაზნისთავი“ დააფუძნა და გუდის ყველის მომზადება დაიწყო. ყველის საწარმო ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, თუშეთში, კერძოდ კი ალაზნისთავში, ტრადიციულ საძოვრებზე მდებარეობს. აქ კოოპერატივის წევრები თუშური ტრადიციული მეთოდით გუდის ყველს ამზადებენ.

,,მეცხვარეობა ძირითადად თუშეთის ტრადიციული საქმიანობაა, მქონდა მეც გამოცდილება და გადავწყვიტე ამეღორძინებინა ტრადიციულ წარმოება. 2015 წელს გავაკეთე ბინა ,,ელკანასდა ,,ენპარდისდახმარებით. გავაკეთე სურსათის უვნებლობის სტანდარტებს აკმაყოფილებცხვრის საწველი ფერმა, სადაც შეიძლება 1000-მდე ცხვარი მოიწველოს და დამზადდეს გუდის ყველი. თავიდან 25%-ი გავაკეთე გუდაში, 2016 წელს 50-%-ი და ამის შემდეგ მიღებული რძიდან 100% -ი გუდის ყველს ვაკეთებ’’,- აცხადებს პაატა აბულიძე.

პაატა აბულიძე წელიწადში 8 ტონამდე ყველს აწარმოებს. ამჟამად ოთხი სახის ტრადიციულ გუდის  ყველს: “სვილობი”,“ლარტუშო”,“დოვნა” და “ჩოგი” აწარმოებს. წარმოებულ პროდუქციას კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ამერიკაში ყიდის.

,,ყველი უცხოეთშიც გადის, კონკრეტულად ამერიკაში, თვეში 500 კილოგრამი. ასევე ადგილობრივი ბაზრიდან არის მოთხოვნა როგორც ტრადიციულ, გუდაში დავარგებულ ყველზე. თავიდან წარმოება დავიწყე 3 ტონიდან, მერე 4 ტონაზე ავედი. 2018-ში 8 ტონამდე ვაწარმოეთ და ახლა 10 ტონამდე ვფიქრობთ ასვლას. ‘’

მეწარმე ამბობს, რომ 30 წელია საუკუნეების ტრადიცია ყველის პოლიეთილენის პარკში დამზადების მეთოდმა ჩაანაცვლა რაც მარტივია, თუმცა  იკარგება ყველის უნიკალური გემოვნური თვისებები. ის ყველს ძველი ტრადიციული მეთოდით ამზადებს.

იგი ამბობს, რომ ყველის ხარისხს განაპირობებს თუშური ცხვრის ჯიში, რომლის რძისგანაც სხვებისგან განსხვავებული თუშური გუდის ყველი მზადდება.

,,მოწველის შემდეგ რძე მაშინვე გადამუშავდება ტრადიციული წესით. შაბოში შედედდება, ამოდის ყველი და მაშინვე ახალი ამოღებული 10-15 წუთის შემდეგ იდება გუდაში, შეზავდება მარილით, იკვრება გუდა და უკვე ხდება ამისი მომწიფება. 3-4 დღე ოთახშია, რომ იქ მიდის დუღილი, შემდეგ გადაგვაქვს ყველის სარდაფში სადაც უნდა იყოს სიგრილე, მუდმივი ნიავი, რომ ყველმა გააგრძელოს მომწიფება. 60-დან 100 დღე, ეს ყველი განაგრძობს მომწიფებას და მომწიფებული ყველი შემდეგ შეიძლება გაისინჯოს და უკვე ვარგისია საჭმელადუკვე როცა ყველი მომწიფებულია და გასულია 100 დღემდე, იქ ყველანაირი ბაქტერია და მიკრობი გამორიცხულია. რამდენი სინჯიც გააკეთეს, თუ ისე ტრადიციულად არის მომზადებული და პირობები დაცული არის არანაირი მავნე ნივთიერება და ჩხირები არ აღმოჩენილა ლაბორატორიულ ანალიზზე ვლაპარაკობ’’,- განაცხადა პაატა აბულიძემ.

მეწარმე ამბობს, რომ სამომავლოდ აუცილებელია გუდის ყველის თანამედროვე შესაფუთი საწარმო გაიხსნას, რომელიც მეწარმეებს პროდუქტის საერთაშორისო ბაზრის ათვისებას გაუადვილებს და ადგილობრივებს დასაქმებაში ეხმარება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები