შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში გენდერული ბიუჯეტირების შესახებ იმსჯელეს

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40013 
 10 ივლისი 2019

გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია თელავის მუნიციპალიტეტში იწყებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბიუჯეტის ანალიზს და მასზე დაყრდნობით გენდერული ბიუჯეტის შემუშავებას.

შეხვედრას, რომელიც დღეს თელავში საქართველოს ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში გაიმართა, ადგილობრივი არასამთავრიბო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ჯიპას“ ლექტორი, ტრენერი ნინო ლოლაძე განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტი კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ლაგოდეხში, თელავსა და ახმეტაში განხორციელდება.

,,იწყება პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შემუშავება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თელავის მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შემუშავება. ორგანიზაციის ექსპერტები გააანალიზებენ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და ამის შემდგომ მოამზადებენ რეკომენდაციებს.

ეს არ იქნება მხოლოდ ექსპერტების ჩართულობით, ამ პროცესში ჩართული იქნება მერია და საკრებულო, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. ვიდრე დაიწყება ბიუჯეტის ანალიზი, მანამდე დაგეგმილია გენდერულ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის.

დღეს ჩატარდა შეხვედრა, რომლის მიზანიც არის, რომ გავიგოთ რა საჭიროებები არსებობს ამ ტრენინგის ჩატარების დროს, რა თემებზე უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული და სხვა. საბოლოოდ პროექტის შედეგი იქნება ის, რომ ბიუჯეტში ასახული იქნება გენდერული საჭიროებები’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნინო ლოლაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია