შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40397 
 06 აგვისტო 2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. 
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში სანიტარული კვანძების რეაბილიტაცია უკვე დაიწყო, სადაც სველ წერტილებთან ერთად დაგეგმილია სპორტული დარბაზის მოეწყობა.

,,წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, რომლისთვისაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 480.000 ლარია გამოყოფილი.

ამ ეტაპზე ქალაქ სიღნაღის სკოლაში დაწყებულია სამუშაოები. მალე დაიწყება სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში სამუშაოები, სადაც შიდა სველ წერტილებთან და წყალსარინ სისტემასთან ერთად, სპორტული დარბაზიც რეაბილიტირდება. ორივე საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 130 622 ლარი დაიხარჯება”,– აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია