შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთში დაშავებული უცხოელი ტურისტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40405 
 07 აგვისტო 2019

მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან გადმოვარდნილი 72 წლის მამაკაცი, რომელიც სლოვენიის მოქალაქეა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს აღენიშნებოდა მოტეხილობები. უწყების ინფორმაციითვე, დაშავებულ ტურისთან ერთად იმყოფებოდნენ  საფრანგეთის ორი,  ისრაელის ერთი  და სლოვენიის ერთი  მოქალაქე, რომლებიც დაშავებულს მეთვალყურეობას უწევდნენ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები