შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუისპირში დამზადებული ღვინო შვეიცარიაში მევენახეთა ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40414 
 07 აგვისტო 2019

შვეიცარიის ქალაქ ვევეში (Vevey) მევენახეთა ფესტივალი – Fête des Vignerons-ს გაიმართა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.

მევენახეთა ფესტივალი 1797 წლიდან მოყოლებული 25 წელიწადში ერთხელ იმართება. საუკუნეში მხოლოდ 4- ჯერ ადგილობრივი მეღვინეები დღესასწაულს აწყობენ და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ ათასობით მევენახეს და ღვინის მოყვარულს უმასპინძლდებიან.

მასშტაბური ღონისძიება ასევე  მოიცავს კონცერტებს, შოუებს და სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენებს.

წელს „Fête des Vignerons“-ის ფარგლებში ვევეში „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ ღვინო იყო წარმოდგენილი.

რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელი, გიორგი ალადაშვილი აცხადებს, რომ გამოფენის ფარგლებში რუისპირში დამზადებული ღვინის, ბიო პროდუქტების შესახებ ყველა მსურველს უყვებოდა და ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს თუ კულტურას აცნობდა.

სოფელ რუისპირში მოყვანილი ღვინით და ღვინის დამზადების ისტორიით, ქართული კულტურით და ტრადიციებით შვეიცარიაში მოქმედი მედია ორგანიზაცია ,,RTS” დაინტერესდა. მედია ორგანიზაციამ რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელს ვრცელი საეთერო დრო დაუთმო.

„რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილი აცხადებს, რომ მას ამის შესაძლებლობა შვეიცარიელმა მეგობარმა მისცა.

ვევეში მცხოვრებმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩვენი ღვინის ქომაგია, გადაწყვიტა, ფესტივალის პერიოდში ჩვენი ღვინო და ქართული სამზარეულო ყოფილიყო წარმოდგენილი; თავისი სახლის ეზოში მოაწყო თონე, მაყალი და მოგვეცა საშუალება, ქალაქის სტუმრებს დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ღვინო“, – აღნიშნა ალადაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია