შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი იქნება გურჯაანის განახლებული პარკი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40429 
 08 აგვისტო 2019
სულ მალე გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია დაიწყება. დაგეგმილია ღია კინოთეატრის, ამფითეატრის, ფანჩატურის, სკვერების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. სატენდერო პირობების მიხედვით, რომელიც ამ დროისთვის დასრულებულია, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 890 846 ლარს შეადგენს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ საქართველომ ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება მიიღო და დაგეგმილია, რომ ამ სახსრების ნაწილი გურჯაანის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოიყენოს.

პროექტი ითვალისწინებს პარკში არსებული შენობა-ნაგებობების: საზაფხულო კინოთეატრის, ამფითეატრის, მრავალსაფეხურიანი კიბეების, შალიკაშვილების სახლის, სპორტული მოედნის რესტავრაცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ბილიკებისა და საავტომობილო გზების მოწყობასა და მოპირკეთებას, ტერიტორიაზე საიჟინრო-საკომუნიკაციო სისტემების მოწყობას, ტერიტორიის განათებას, სკვერის ცენტრალური შესასვლელის მოწყობას, ვიზიტიორთა ცენტრის და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას, ფანჩატურების, საბავშვო მოედნების და ბელვედერის მოწყობას, ადგილობრივი აგრონომიული კუთხის, ტერიტორიის მწვანე საფარის მოწყობისა და დენდროლოგიურ სამუშაოებს ითვალისწინებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია