შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40491 
 12 აგვისტო 2019

ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში გაჩენლი ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოახერხეს.

ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი, დაზიანდა რამდენიმე ხე.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია