შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ზიარში მდებარე ყოფილი პიონერთა ბანაკი „ზიარი“ იყიდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40494 
 13 აგვისტო 2019

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით გურჯაანში, სოფელ ზიარში მდებარე ყოფილი პიონერთა ბანაკი „ზიარი“ იყიდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ კურორტი ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებით და უნიკალური მიკროკლიმატით.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ აქტუალური გახადა ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომელიც ინვესტორებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას სთავაზობს.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსები.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით უკვე გაყიდულია 24 ობიექტი, რომლის ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი  ინვესტიციის მოცულობა – 120 მილიონს ლარს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია