შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ ვითარდება ტურიზმი ყვარელში

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40485 
 12 აგვისტო 2019

ყვარლის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ობიექტების რიცხვი. ადგილობრივები ცდილობენ საკუთარი ობიექტები ტურისტების მოთხოვნებს და ინტერესებს მოარგონ.

ისინი უცხოელ ტურისტებს ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს, ღვიის დაყენების ტრადიციას და რეგიონის ისტორიას აცნობენ.

ახლად ამოქმედებული ,,გიგლოს მარანის” დამფუძნებელი, ნინო კუპრაშვილი აცხადებს, რომ ევროპიდან ჩამოსული ტურისტების რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. მისივე თქმით, სწორედ ტურისტების რიცხვის გაზრდამ გადააწყვეტინა ძველი ისტორიული მარნის რეაბილიტირება და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად ქცევა.

ნინო კუპრაშვილი ამბობს, რომ ივლისში მაღალი სიცხის გამო ყვარელში ტურისტების რიცხვი ყოველ წელს ნაკლებია. მისი თქმით, აქტიური სეზონი აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.

,,ტურიზმის კუთხით ყვარელში წლევანდელი სეზონი ნორმალურია. ივლისი ზოგადად ჩვენთვის მკვდარი პერიოდია, სეზონი ძირითადად აგვისტოს შუა რიცხვებიდან იხსნება და ამ დროს ველოდები მეტ ტურისტს. თითქმის ყველა ქვეყნიდან მოდიან. ბევრი მოდის რუსეთიდანაც.

ასევე გაიზარდა ისრაელიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდან შემოსული ტურისტების რიცხვი.

ჩვენი ობიექტი 2 წლის წინ გაიხსნა, ტურისტებს ვთავაზობთ კახურ ტრადიციულ სამზარეულის და ღვინოს.

გვაქვს მასტერკლასები კერძების მომზადებაში. ოჯახური გარემო გვაქვს, ოჯახის წევრები ვემსახურებით სტუმრებს და ეს ძალიან მოსწონთ მათ.

ჩვენ საერთაშორისო საიტებზეც ვართ დარეგისტრირებულები და ამით გვაგნებენ ტურისტები. ყვარლის 7 ობიქტიდან ტურისტების შეფასებით 1 ადგილზე ვართ და ტურისტები პირდაპირ მოდიან ჩვენთან. ეს ბევრი მიმართულებით გვეხმარება’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო კუპრაშვილი.

წელს ტურისტების დაბალ აქტივობაზე საუბრობს ყვარელში მოქმედი კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის მფლობელი.

,,გარდენ ჰაუსის’’ დამფუძნებელი თინათინ ქართველიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით წელს ტურისტების რაოდენობა შემცირებულია და რუსეთიდან ცოტა ტურისტი ყავთ, ამერიკიდან დაიწყო ტურისტების ნაკადის გაზრდა, რაც მნიშვნელოვანია.

,,როდესაც ტურისტების რიცხვი გაიზარდა ყვარელში, გადავწყვიტე ამ კუთხით საქმიანობის დაწყება. მეორე სეზონია ამ საქმიანობას მივდევ. შარშან ტურისტული ნაკადი კარგი იყო, მაგრამ წელს ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა.

აქ მოსულ ტურისტებს ვთავაზობთ როგორც ტრადიციულ კერძებს, ასევე ქართულ სასმელებს. გარდა ამისა, მაქვს ოჯახისთვის ან ჯგუფისთვის მისაღები ოთახი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი. ცალკე სახლია რომელიც ყველა ტექნიკით არის აღჭურვილი.

მაქვს ძალიან კარგი ეზო, უამრავი ყვევილებით და ამის სანახავადაც მოდიან ტურისტები. ზოგი ერთი თვეც რჩება.

წელს ბევრი ამერიკელი ტურისტი მყავდა, ასევე შვეიცარიიდან და ესპანეთიდანაც. აზერბაიჯანიდან გვყავდა ხოლმე სტუმრები გასულ წლებში მაგრამ წელს არ მოსულან.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპიდანაც ნელნელა დაიწყეს შემოსვლა: პოლონეთიდან და ისრაელიდან გვყავდა სტუმრები’’,- განუცხადა knews.ge-ს თინათინ ქართველიშვილმა.

ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს ყვარლის ფილიალში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ ივლისში ტურისტების რიცხვი შემცირა, თუმცა აგვისტოს შუა რიცხვებიდან სავარაუდოდ გაიზრდება.

ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წელს გაზრდილია როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე არატურისტული და საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები.

სააგენტოს ივლისის თვის კვლევის მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გასულ წელს 845,588 იყო, ხოლო წელს ამ რიცხვმა 882,331 შეადგინა.

სააგენტოს მონაცემებითვე წელს მეტი ტურისტი ევროპიდან, ამერიკიდან, აღმოსავლეთ აზიიდან, წყნარი ოკეანის აუზიდან, აფრიკიდან და შუა აღმოსავლეთიდან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები