შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გურჯაანში ნახატების კონკურსი გამოცხადდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40820 
 10 სექტემბერი 2019

მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად აცხადებს საბავშვო ნახატების  კონკურსს თემაზე ,,ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“.

კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებული გამოვლინდება ორ ნომინაციაში: ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი (პორტრეტი) და 21–ე საუკუნის მეცნიერება.

პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი, დავით ნადარეიშვილი განმარტავს, რომ კონკურსის ყველა მონაწილის ნამუშევარი, სამეცნიერო ფესტივალის მსვლელობის დროს, გამოიფინება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.

,,მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ ივანე ბერიტაშვილის პორტრეტი ან მის სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ნახატები. 

გარდა ამისა, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ დახატონ ნებისმიერი რამ თავისი ხედვით, რასაც ამ საუკუნეში მეცნიერებაში წარმოიდგენენ. 

ორივე ნომინაციაში გამარჯვებული ნახატების ავტორები სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდებიან, კონკურსის ყველა მონაწილეს კი სერტიფიკატი გადაეცემა.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არამარტო გურჯაანის და კახეთის რეგიონის, არამედ სხვა კუთხიდან მოსწავლე ახალგაზრდობა ჩაერთვება ამ კონკურსში. კონკურსის მიზანი არის ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის პოპულარიზაცია, რომელიც სოფელ ვეჯინში მდებარეობს.

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართება 25 სექტემერს ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში.

წარდგენილ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს.

ნახატის წარდგენა მსურველებს 15 სექტემბრამდე შეუძლიათ. ამისთვის მათ უნდა წარადგინონ ნახატთან ერთად სახელი, გვარი და სკოლის დასახელება.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში 25 სექტემბერს  ჩავატარებთ კონფერენციას, რომელიც იქნება ივანე ბერიტაშვილის ლაბორატორიის დარსებიდან 100 წლის თავისადმი მიძღვნილი. გვინდა უცხოელი მეცნიერების შეხვედრა მოვაწყოთ მოსწავლეებთან. დაგეგმილი გვაქვს დამსწრეებს ვუჩვენოთ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები’’, – განუცხადა knews. Ge-ს დავით ნადარეიშვილმა. 

მისივე თქმით, მათი სურვილია ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი გახდეს სამეცნიერო ჰაბი, სადაც მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდები შეძლებენ  მნიშვნელოვან პროექტებსა და აქტივობებში ჩართვას.

,, აქ ყოველ წელს ხორციელდება სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას მოსწავლეებში.

ახლა გვაქვს პროექტი, რომლის ფარგლებში სხვადახვა უმაღლესი დაწესებულებების პროფესორები კითხულობენ ლექციებს ახალგაზრდებისთვის.

დიდი სურვილი გვაქვს, რომ ბერიტაშვილის მუზეუმი და სოფელი ვეჯინი  იქცეს სამეცნიერო ჰაბად, რომელიც მთელს კახეთს გააერთიანებს. “

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია