შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ღვინის ფესტივალი ,,თელავინო” მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ოქტომბერი 2019

ღვინის ფესტივალი ,, თელავინო” ტრადიციულად მეფე ერეკლე მეორის სასახლის და ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე იმართება. თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, ფესტივალი ემთხვევა რთველის შეჯამების პერიოდს და მისი მიზანი არის ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და ქართული ტრადიციული მეღვინეობის პოპულარიზაცია.

,, ველოდებით ყველას ვისაც სურვილი აქვს დააგემოვნოს ქართული ღვინო, ტრადიციული კერძები, მონაწილეობა მიიღოს თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებშ. ასევე დაათვალიეროს სპეციალურად შექმნილი შემოდგომის პავილიონები”

ფესტივალი „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ მიერ 2014 წელს დაფუძნდა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უკვე მეექვსედ იმართება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია