შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=41383 
 07 ოქტომბერი 2019

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სოფელ ლალიანში და ქალაქის ნომერ პირველ საჯარო სკოლასთან ქარმა  10-მდე ხე მოგლიჯა. ხეებია მოგლეჯილი ლაგოდეხი-წნორის გზაზეც.

სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროსადენები, რის გამოც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მოეწოდება.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდგენა და მუნციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად დღის მეორე ნახევარში აღუდგება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია