შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში შესაძლოა საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი განხორციელდეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020

კახეთში შესაძლოა ურბანული, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი განხორციელდეს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2030 წლებში, შესაძლოა, ADB-მ “საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების განვითარების საინვესტიციო პროგრამისთვის” 362 მლნ ევრო გამოყოს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით დაგეგმილია „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების” საინვესტიციო პროგრამის განხორციელების მიზნით შეთანხმების გაფორმება, რაც ითვალისწინებს 2020-2030 წლებში, დაახლოებით, 362 მილიონი ევროს დაფინანსების პროგრამის შექმნას ურბანული ინფრასტრუქტურის სრულყოფის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისათვის, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

მისი განმარტებით, პროექტის განხორციელება  კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და თბილისში იგეგმება.

,,პროგრამის მოსამზადებლად გამოიყოფა 13,550,000 ევრო. აღნიშნული რესურსით დაფინანსდება „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების მოსამზადებელი ღონისძიებები.  2019 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია