შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში აგროტურისტული ცენტრების და სასტუმროების მშენებლობა მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, 2020 წელს კახეთის რეგიონში მასშტაბური პროექტები განხორციელდება.

მისი თქმით, იგეგმება აგროტურისტული ცენტრების, სასტუმროების და სხვადასხვა კულტურების გაშენების პროექტების განხორციელება.

გუბერნატორის განმარტებით, ინვესტორების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი ძირითადად ტურიზმის მიმართულებით გეგმავენ ინვესტირებას.

„ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება მეღვინეობის მიმართულებით და საინტერესო ტრენდია ასევე ზეთოვანი კულტურების, კაკლოვანი კულტურების, ნუშის წარმოების კუთხით და ა.შ. ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, სასტუმრო „ნაბადის“ 45 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის რეაბილიტაცია განხორციელდება. ინვესტიცია კი 10 მლნ ლარი იქნება. თელავში წელს დასრულდება სასტუმრო „ძველი თელავის“ პროექტი.

სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში დასრულდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც „სმარტ კაპიტალი”და ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებენ.

თელავში დაიწყება ლოპოტას დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მეორე ტალღა, აშენდება 120 ნომრიანი სასტუმრო, თავისი აკვა პარკით, რესტორნით და პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მლნ ლარია.

სოფელ რუისპირში, „ლაინ ვილიჯის“ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის დაგეგმილი.

თელავში, სასტუმრო „ინტურისტის“ ნაცვლად, აშენდება ხუთვარკვლავიანი ტიპის სასტუმრო, მშენებლობის განმახორციელებელი არის m2. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ შემდგომში ეს სასტუმრო-კომპლექსი რომელიმე საერთაშორისო ხუთვარსკვლავიანი ბრენდების მართვაში გადავიდეს.

წელს ლაგოდეხში, თხილის პლანტაციების გაშენება დაიწყება დაახლოებით 600 ჰა-ზე. პერსპექტივაში იქ თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაც არის დაგეგმილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება, საინვესტიციო ღირებულება 22 მლნ დოლარი იქნება; ილიას ტბის მიმდებარედ იწყება სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა, ჯამური ინვესტიცია 15 მილიონი ლარი. ნეკრესის ტერიტორიაზე იგეგმება ასევე სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა, 15 მილიონი ლარის ინვესტიციით.

„ასკანელები“ საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს სასტუმრო-კომპლექსის შენებლობას, განსახორციელებელი ინვესტიცია 15 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, რეგიონში ხორციელდება შედარებით წვრილი პროექტები, ასევე მიმდინარეობს სასტუმროების, შატოების, მარნების მშენებლობა, რომელიც რა თქმა უნდა რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია