საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტი თვეში ერთხელ რეგიონებში ჩასვლას გეგმავს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 12 იანვარი 2019

საქართველოს პრეზიდენტი თვეში ერთხელ რეგიონებში სტუმრობას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის გაეცნობა რეგიონების პრობლემებს და მისი უფლებამოსილების ფარგლებში ეცდება, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას.

ის დაპირება, რაც მე გავეცი, რომ ვიქნებოდი რეგიონების პრეზიდენტი, ნამდვილად ვაპირებ სიტყვის ერთგული ვიყო. ამის სიმბოლო თელავი იყო, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებ რეგიონებს, როგორც ამ ქვეყნის სიძლიერის საწინდარს. ასევე, ვიყავი სამეგრელოში, იქ ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ საავადმყოფოს ამოქმედება, რომელიც შეიძლება გახდეს რეგიონისთვის ძალიან მიმზიდველი. ასევე იგეგმება ჩემს ადმინისტრაციაში შემდგომი ვიზიტები და ვაპირებ თვეში ერთხელ მაინც რომელიმე რეგიონს ვეწვიო და გავეცნოთ პრობლემებს ან ინიციატივებს, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფუნქციებიდან გამომდინარე დავეხმარო. თქვენც შეგატყობინებთ, როგორც კი დაიგეგმება, რომ პრესაც იყოს ამ რეგიონული ვიზიტების დროს ჩვენთან ერთად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები