შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ველისციხეში „ნაცმოძრაობის” აქტივისტ შოთა დალაქიშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულები პატიმრობაში დარჩნენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36603 
 05 თებერვალი 2019

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტ შოთა დალაქიშვილის ცემაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე არ დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე მამუკა უსენაშვილს, თენგიზ ჯანიაშვილს და გოჩა მაისურაძეს 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხეში დაპირისპირების დროს დალაქიშვილის ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავება. შოთა დალაიქშვილს ყბის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა და მას ოპერაცია გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალში ჩაუტარდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მორიგი სასამართლო სხდომა 12 თებერვალს დაინიშნა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია