შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ წინანდალსა და აკურაში დასახლების საერთო კრებები გაიმართა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36721 
 09 თებერვალი 2019

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინანდალსა და აკურაში დასახლების საერთო კრებები ჩატარდა.
თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა შეხვედრაზე მოსახლეობას აღნიშნული პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო,
შოთა ნარეკლიშვილი მოსახლეობას დასახელებული პრობლემების მოგვარებას მიმდინარე წელს დაჰპირდა.
,,სოფელ წინანდალში დასახელებული პრობლემებიდან შეირჩა ორი ძირითადი საკითხი: სოფელში არსებული სპორტული მინი-მოედნის აღდგენა და სოფლის საბავშვო ბაღის სახურავის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სოფელ აკურის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა: კულტურის სახლის შენობაში სველი წერტილის მოწყობა და სოფლის სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები