შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36731 
 09 თებერვალი 2019

შიდა საუბნო გზის მოწესრიგება, სანიაღვრე არხის მოწყობა, სასმელი წყლისა მაგისტრალისა და საოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ლაგოდეხიის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში ითხოვენ. ლაგოდეხის მერიაში აცხადებენ, რომ აფენის თემის სოფლების მოსახლეობასთან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები უკვე გაიმართა და ადგილობრივების მიერ დასახელებული საკითხები 2019 წელს მოგვარდება.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში კრებები გაიმართა.
ადგილობრივებთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის პრიორიტეტები, რომლის განხორციელებაც წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იგეგმება. მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელ ფოდაანში, სანიაღვრე არხი მოეწყობა, ზემო ნაშოვარში კეთილმოეწყობა ეკლესიის ეზოს ტერიტორია, ხოლო ქვემო ნაშოვარში სასმელი წყლის მაგისტრალს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
სოფელ აფენის მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, კეთილმოეწყობა შინ მოუსვლელთა მემორიალი და სოფლის ცენტრში არსებული მოსაცდელი, ხოლო სოფელ გვიმრიანის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელა. სოფელ ჭაბუკიანში შიდა გზის მოწესრიგება, ხოლო ბაღდათში კი სანიაღვრე არხის მოწყობა მოითხოვეს. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მიერ შერჩეულ ინფრასტრუქტურულ პროექტების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით 920 000 ლარი დაიხარჯება”, – აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები