შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36735 
 09 თებერვალი 2019

თელავის მუნიციპალეტის სოფელ ყარაჯალაში 19 წლის რადიმ ყურბანოვის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლების მოთხვნით ხელმნოწერების შეგროვება დაიწყეს.

როგორც “კახეთის ხმას” მოკლულის პაპამ, ყაჯო ყურბანოვმა განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულის ოჯახი არ დააკმაყოფილებს ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნას და სოფელში ცხოვრებას გააგრძელებს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
„ელბრუს სულეიმანოვმა ჩემი შვილიშვილი არაფრის გამო მოკლა, რადიმი აბსოლუტურად უდანაშაულო იყო. ეს დანაშაული ამ ოჯახისგან პირველი არ არის. ბრალდებულის ბიძამ წლების წინ კიდევ სხვა მოკლა. დაუშვებელია, რომ მათ იცხოვრონ ჩვენს სოფელში. ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ. თითქმის მთელი სოფელი მათი ყარაჯალადან გასახლებას ითხოვს. თუ არ დაემორჩილებიან ჩვენს მოთხოვნას, ძალიან ცუდი რამ მოხდება“, – განაცხადა ყაჯო ყურბანოვმა.
19 წლის რადიმ ყურბანოვი სოფელ ყარაჯალაში 1 თებერვალს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. მას თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები