შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხაზარაძე: ან ბრალი დააყენონ ან საკითხი შეწყვიტონ, თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საქმეს

პოლიტიკა
 04 მარტი 2019

თუ იქნება შეზღუდვა, აქ არაფერი არ გამოვა. უნდა არსებობდეს კანონი და არ უნდა იყოს, რომ პროკურატურა გვაშანტაჟებდეს პრესკონფერენციებით. მე მოვუწოდებ, სასწრაფოდ გამოვიდნენ, დაჯდნენ პარლამენტის ან პრესის წინ და თქვან, რას ჰქვია ფულის გათეთრება. ამოიღონ კანონმდებლობა და ზუსტად თქვან.

თუ ეს თაროზე შემოიდება, მე პირობას გაძლევთ, არ დავთმობთ ერთი წამით და ერთი ნაბიჯით არ წავალთ უკან.

ეს საბჭოთა, კაგებეშნიკური პრაქტიკა, რომ ვიღაცას ლაფს დაასხამ, მერე მიდის გამოძიება, იდება თაროზე და ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება ელემენტარულად, რომ პასუხი გასცენ, ან ფინანსური ან მორალური, ან ამბობენ, რომ სახელმწიფოს ვერ მოერევი, რადგან ადამიანი ყოველთვის პატარაა - ეს უნდა შეწყდეს.

მე პირობას გაძლევთ - ან ბრალი დააყენონ ვინ არის დამნაშავე ამ სიტუაციაში ან საკითხი შეწყვიტონ სასწრაფოდ, თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საკითხს, ეს არის პირდაპირი დარტყმა გაცილებით უფრო მეტზე - რასაც საქართველო და ჩვენი პერსპექტივა ჰქვია

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია