შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სულხან სალაძე - „პანდორას ყუთი“ უკვე გაიხსნა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ დეტალურად უნდა თქვან ყველაფერი!

პოლიტიკა
 04 მარტი 2019

„პანდორას ყუთი“ უკვე გაიხსნა, ბატონმა ხაზარაძემ და გახარიამ დეტალურად უნდა თქვან ყველაფერი, - ეს განცხადება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გააკეთა, რითაც მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

სალაძის თქმით, ნორმალურ სიტუაციაში ამ ყველაფერს სახელმწიფოს შესაბამისი უწყება გამოიძიებდა და კითხვები არ დარჩებოდა.

„თუმცა ამის გონივრული მოლოდინი ალბათ, არავის აქვს, რომ რეალურად ეს გამოძიება იქნება და ამ საქმეზე არ დარჩება კითხვები - ეს არის ყველაზე ცუდი. ხაზარაძის დღევანდელი განცხადების შემდეგ ეს ეჭვი კიდევ უფრო გამიძლიერდა, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესი შესაძლოა, იყოს მართული. ამ პროცესიდან აბსოლუტურად დისტანცირებული უნდა იყოს პროკურატურა, ის მხოლოდ გამოძიებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგრამ დღევანდელი განცხადების შემდეგ, როცა ლაპარაკია მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირზე, მინისტრ გახარიაზე და მის შეტყობინებაზე, არ აქვს არსებითი მნიშნვნელობა რა ტიპის შეტყობინება იყო, ეს იყო მუქარა თუ ეს იყო შეტყობინება ან რამის თხოვნა. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს შს სამინისტროს ერთ-ერთ კომერციულ ბანკთან, ეს არის მთავარი. სამართლებრივად რომ შევხედოთ, ეს რომ ყოფილიყო ან შემოსავლების სამსახური, ეროვნული ბანკი, ან მონიტორინგის სამსახურური, გასაგები იქნებოდა, რადგან მათ აქვთ გარკვეული ტიპის შეხება და კავშირები, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის როლი და ადგილი აქ რა იყო, ეს არ ვიცი,“ - განაცხადა სალაძემ.

წყარო : ინტერპრესნიუსი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია