შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცნობილი ადამიანები ლადო აფხაზავას მხარდაჭერას უცხადებენ [ვიდეო]

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 08 მარტი 2019
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულშია. ის მარტის ბოლოს ქალაქ დუბაიში გაემგზავრება დაჯილდოების ცერემონიაზე. გლობალური ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს ერთი მილიონი დოლარი გადაეცემა საჩუქრად. ლადო აფხაზავას წარმატებას უსურვებენ საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ცნობილი ადამიანები. მათ შორის მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. ქეთი მელუას მილოცვა ქეთი მელუა ლადო აფხაზავას Lado Apkhazava მასწავლებლის გლობალური ჯილდოს Global Teacher Prize ფინალში ყოფნას ულოცავს!#მიულოცეშენც#ლადოფინალშია#teacherprize#finalis Posted by მასწავლებლის ეროვნული ჯილდო on პარასკევი, 08 მარტი, 2019 ლადო აფხაზავას ფინალში გასვლას ულოცავს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი. „ჩვენ ძალიან გვეამაყები“ – ამბობს მომღერალი ვიდეომილოცვაში. ანიტა რაჭველიშვილი ულოცავს ლადო აფხაზავს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი Anita Rachvelishviliლადო აფხაზავას მასწავლებლის გლობალური ჯილდოს Global Teacher Prize ფინალში ყოფნას ულოცავს!#მიულოცეშენც#ლადოფინალშია#teacherprize Posted by მასწავლებლის ეროვნული ჯილდო on ორშაბათი, 25 თებერვალი, 2019 გლობალური ჯილდოს ათეულში მოხვედრას ულოცავს ლადოს ცნობილი მორაგბე მამუკა გორგოძეც. „სულ მალე პირველი ადგილიც მომელოცოს“ – ამბობს ის. მამუკა გორგოძის მილოცვა მამუკა გორგოძე ლადო აფხაზავას Lado Apkhazava მასწავლებლის გლობალური ჯილდოს Global Teacher Prize ფინალში ყოფნას ულოცავს!#მიულოცეშენც#ლადოფინალშია#teacherprize#finalist Posted by მასწავლებლის ეროვნული ჯილდო on ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2019 წარმატებებს უსურვებს ლადო აფხაზავას ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი, ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი ზალ კოკაია. „ეს დიდი სტიმულია ყველა იმ მასწავლებლისთვის ვინც დაუღალავად შრომობს“ – ამბობს ის. ლადო აფხაზავა ფინალშია ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი, ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი Zaal Kokaia ლადო აფხაზავას მასწავლებლის გლობალური ჯილდოს Global Teacher Prize ფინალში ყოფნას ულოცავს!#მიულოცეშენც#ლადოფინალშია#teacherprize Posted by მასწავლებლის ეროვნული ჯილდო on ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2019 ასევე, ლადოს ულოცავს King’s College London-ის პროფესორი ქეთი ჭანტურია. „ეს არის შთამბეჭდავი გამარჯვება და სრულიად დამსახურებული მიღწევაა, რომლითაც უნდა ამაყობდეთ“ – ამბობს ის ვიდეომილოცვაში. ქეთი ჭანტურია ლადო აფხაზავას ფინალში ყოფნას ულოცავს King’s College London პროფესორი ქეთი ჭანტურია Kate Tchanturia ლადო აფხაზავას მასწავლებლის გლობალური ჯილდოს Global Teacher Prize ფინალში ყოფნას ულოცავს!#მიულოცეშენც#ლადოფინალშია#teacherprize#Finalist Posted by მასწავლებლის ეროვნული ჯილდო on სამშაბათი, 26 თებერვალი, 2019 ლადო აფხაზავას ფინალში მოხვედრას ულოცავენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ #ლადოფინალში#მიულოცელადოს#მომავალიგანათლებაშია Posted by მასწავლებლის ეროვნული ჯილდო on ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2019 და გლობალური ჯილდოს წარმომადგენლებიც. 10 ფინალისტ მასწავლებელს ჰიუ ჯეკმანი წარადგენს ლადო აფხაზავა მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებლის შორის დასახელდა Posted by მასწავლებლის ეროვნული ჯილდო on შაბათი, 23 თებერვალი, 2019 ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში ასწავლის, ის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 2017 წელს წარადგინეს, სადაც გაიმარჯვა კიდეც. მიმდინარე წელს კი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალშია. ამავე თემაზე: რაზე ისაუბრა ლადო აფხაზავამ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია