შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბათუმის მერიამ ლუკა ასათიანის სტიპენდიაზე კონკურსი გამოაცხადა

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 12 მარტი 2019
ბათუმის მერიაში ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა ბათუმში რეგისტრირებულ წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ. საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველ სემესტრში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სტუდენტი 800-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 100 000 ლარია გამოყოფილი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები 29 მარტამდე უნდა წარადგინონ. გამარჯვებულები კი აპრილში გამოვლინდებიან.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია