შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი იქნება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი 2019 წელს

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 12 მარტი 2019
საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი წელს იგივე დარჩება, თუმცა მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება და სახელმწიფო მხოლოდ იმ მიმართულებებს დააფინანსებს, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. „სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა გადასვლა მოხდეს ისეთ მოდელზე, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი უმაღლესი სასწავლებლებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა. უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მიხეილ ბატიაშვილმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა. ის ამბობდა, რომ „სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება“ და საჭიროა ამ დაფინანსების მოდელის ცვლილება. მინისტრის თქმით, ახალ მოდელზე მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობენ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია