შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 01 აპრილი 2019
8 აპრილს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება, რომელიც 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის,  მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით. სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტურიზმისა და  ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ  დუალური ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამები. ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის. რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ექნებათ ონლაინრეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე: vet.emis.ge. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ  კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება