შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 04 აპრილი 2019
დღეს, 4 აპრილს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.  საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12 000-მდე კანდიდატი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული. ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათმდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.  გასულ წელს, 43 ათას ადგილზე 40 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, წელს ეს ციფრი გაზრდილია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია