შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

0.5-კრედიტქულიანი ტრენინგი პედაგოგებისთვის

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 07 მაისი 2019
საჯარო სკოლის ყველა საგნის მოქმედ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ ტრენინგზე – Microsoft Office 365-ის სერვისების გამოყენება სასწავლო პროცესში“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგზე პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ და შემდეგ სასწავლო პროცესში გამოიყენონ პროგრამები: OneNote, Class Notebook-ი, Microsoft Forms-ი. ასევე კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლისთვის შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების შექმნას OneDrive-სა და Teams-ში. „ტრენინგი მოიცავს 12 საკონტაქტო და 0.5 არასაკონტაქტო საათს (ტრენინგი ტარდება სამი დღე, დღეში 4 საათი). ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებლებს მიენიჭებათ 0.5 კრედიტქულა“. ტრენინგში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს Windows ოპერაციულ სისტემაში მუშაობა, ტექსტურ რედაქტორში ტექსტის აკრეფა, დაფორმატება; ელექტრონული ფოსტის გამოყენება. ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის დარეგისტრირების შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაითიშება. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://tr.tpdc.ge/direction/3/23/89
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია