შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კინოფესტივალ Giffoni-ის გამარჯვებულები ბათუმიდან

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 14 მაისი 2019
კინოფესტივალ Giffoni-ის სამი გამარჯვებული გამოავლინეს. სამი გოგონა იტალიაში, ქალაქ ჯიფონში გაემგზავრება კონოფესტივალზე. აქედან ორი გამარჯვებული ბათუმელია. 13 წელს ზემოთ ასაკში, ბათუმელმა თინათინ დოლიძემ და გორელმა მარიამ გელაშვილმა გაიმარჯვეს კონკურსში, 16 წელს ზემოთ ასაკში კი – ბათუმელმა თამარ ტაბიძემ. წელს ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი 49-ედ უმასპინძლებს მოზარდებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო კი მეშვიდედ იქნება წარდგენილი საერთაშორისო კინოფესტივალზე. კონკურსის წესების მიხედვით, კინოხელოვნებით დაინტერესებული მოზარდები განიხილავენ ფილმებს. დისკუსია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ფესტივალის მიზანია, მოზარდ კრიტიკოსთა ახალი თაობის აღზრდა და განვითარება. ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო კომპონენტს – კონკურსანტებს შესაძლებლობა აქვთ ტრენინგები და მასტერკლასები მსოფლიო დონის რეჟისორებთან, მსახიობებთან და მომღერლებთან გაიარონ. წელს კონკურსის წესები მცირედით შეიცვალა და გამარჯვებულებს წინა წელს გამარჯვებული მოზარდები ავლენდნენ. „ჯიფონში ჩასვლის დროს ოჯახებში ვიცხოვრებთ. დაახლოებით 8-10 დღე დავრჩებით, ვუყურებთ ფილმებს და განვიხილავთ. იქნება დაჯილდოებაც სხვადასხვა ნომინაციაში. ბოლოს კი რამდენიმე ცნობილ მსახიობს შევხვდებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ტაბიძე. „კონკურსში პირველად მივიღე მონაწილეობა, გასაუბრების პრინციპი საკმაოდ ადვილია, თანატოლების გარემოცვაში ნერვიულობის მიზეზი საერთოდ არ გაქვს და თავს გახსნილად გრძნობ. ერთმანეთის გაცნობის შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმს ვუყურეთ, რის ირგვლივაც დისკუსია გავმართეთ. გავიმარჯვე და მივიღე დაფინანსება კინოფესტივალზე დასასწრებად“, – გვეუბნება თინათინ დოლიძე. თინათინ დოლიძე სკოლა „ნიკეში“ სწავლობს, თამარ ტაბიძე კი ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია