შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

5 მეთორმეტეკლასელის ბოლო ზარი

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ივნისი 2019
ანზორ ხიმშიაშვილს დღეს ბოლო ზარი ჰქონდა. ის ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ანზორთან ერთად დღეს კიდევ ოთხმა ახალგაზრდამ აღნიშნა სკოლის დასრულება. ანზორი და მისი მეგობრების – X-XII-კლასელები ეგრეთ წოდებულ კლასკომპლექტში სწავლობენ. ანზორი გვეუბნება, რომ მომავალი პროფესია უკვე არჩეულია აქვს – პროფესიულ კოლეჯში აპირებს სწავლის გაგრძელებას და უნდა კომპიუტერის სპეციალისტი გამოვიდეს. მისი თანაკლასელი რეზიკო ყურშუბაძე თავის მომავალს სცენაზე ხედავს – მსახიობობა უნდა. ბათუმის 26-ე სკოლაში სულ 42 შშმ მოსწავლე სწავლობს. სკოლის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შშმ ბავშვების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა, ამიტომაც ახალი სასწავლო წლიდან სამი სპეცმასწავლებლის დამატება იგეგმება. დღეს 26-ე სკოლაში აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მივიდნენ მოსწავლეებისთვის სკოლის დასრულების მისალოცად.      
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია