შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი 10 მასწავლებლის ვინაობა ცნობილია

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 15 ივნისი 2019
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული უკვე ცნობილია. ათეულში მოხვდნენ: თამარ ადამია, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის #26 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი  ხათუნა გოგალაძე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყელების მასწავლებელი  ლაურა გოტიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი  ნათია კურტანიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიის მასწავლებელი  მაია მენაბდე, ბათუმის #3 საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  ქეთინო მერიბაშვილი, სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელი  ინგა მოსიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი  სალომე ფურცვანიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის დაწყებითი საფეხურის და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი  მიხეილ ცქვიტაია, აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ამერიკისმცოდნეობის მასწავლებელი  გიოირგი ჭაუჭიძე, მარნეულის #2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში სულ 74 მასწავლებელი მონაწილეობდა, მათგან რვა მასწავლებელი – აჭარიდან. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შესულ მასწავლებლებს წინ გასაუბრება ელით ჟიურისთან, რის შედეგადაც, 1 სექტემბერს, გამოვლინდება ჯილდოზე წარდგენილი 5 საუკეთესო მასწავლებელი, 2019 წლის 5 ოქტომბერს კი გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც დასახელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან გაიცემა, ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავაა, 2018 წელს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მანანა კაპეტივაძემ მიიღო, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელმა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას. მას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10.000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს მონაწილე.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია