შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა

რელიგია
 05 იანვარი 2019

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული ღონისძიება ამ წუთებში სტამბოლში მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. 

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტს მსოფლიო პატრიარქმა უკვე მოაწერა ხელი. ცერემონიას უკრაინის ლიდერიც ესწრება.

პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ დღევანდელი ღონისძიება ოქტომბერში დაანონსებული მზაობის დასასრულია.

 

23 დეკემბერს პოროშენკომ უკრაინის ეკლესიის სახელწოდების შეცვლაზე კანონს ხელი მოაწერა.

ნოემბრის ბოლოს კონსტანტინოპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს.

11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა. 15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია