შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯანო ანანიძემ შესაძლოა კარიერა „ვიტესში“ გააგრძელოს

სპორტი
 05 იანვარი 2019

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის იჯარით აყვანა ჰოლანდიურ „ვიტესს“ სურს, რომელსაც რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკი თავკაცობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, კვირის ბოლომდე სლუცკი 26 წლის ქართველი ფეხბურთელის აყვანის საკითხს კლუბის დირექტორ მარკ ვან ჰინტუმთან განიხილავს.

მიმდინარე სეზონში ანანიძემ „სპარტაკის“ მაისურით მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა.

მოსკოვურ კლუბში ის 2009 წლიდან ირიცხება. 2013-2014 წლებში ანანიძე იჯარით „როსტოვში“ თამაშობდა. „სპარტაკის“ შემადგენლობაში ქართველმა 136 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 136 გოლი გაიტანა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია