შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი კობახიძე - შარშან მეტი სირთულე იყო, რაც პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა - არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწიოს

პოლიტიკა
 07 იანვარი 2019

„ნებისმიერ ფორმატში ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, რომ გადაიჭრას პრობლემები. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. იყო რამდენიმე განცხადება სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, სადაც ტყუილი ითქვა, ანუ არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია. ასევე წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ. შარშან ამ დროს ამაზე უფრო მეტი სირთულეები იყო, რაც მაშინ პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა. თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას. არსებობს თეორიული რისკი, რომ მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები, ბუნებრივია, არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. გუნდი არის ერთიანი, იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გადის გარეთ და ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. რეალურად არსებობს ერთი გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია