შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაზის გაჟონვის მორიგი ფაქტი, გარდაცვლილია 7 ადამიანი – პირდაპირი ეთერი შემთხვევის ადგილიდან

საზოგადოება
 31 იანვარი 2019

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დასტურდება. “პრაიმტაიმის” ჟურნალისტები მომხდარის დეტალებს ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე აზუსტებენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, რომ ადგილზე მისულ სასწრაფოს ბრიგადას სახლში ცხედრები დახვდა, შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში არავინ გადაუყვანიათ.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილზებულნი.

გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს“, – აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ “მაესტროს” პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია