შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების მინისტრი: პედაგოგების ხელფასები სექტემბერში გაიზრდება

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 07 თებერვალი 2019
განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 7 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ პედაგოგების ანაზღაურებაზე გეგმას მაისში წარმოადგენს. „მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია სკოლების გაძლიერება – ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა. სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი – ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მინისტრის თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს – შემოქმედებით მიდგომაზე. მისივე თქმით, ნებისმიერ პედაგოგს, „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია“. ბატიაშვილის თქმით, გრძელვადიან პროცესში უნდა მოხდეს სკოლის, ხარისხის სამსახურების გაძლიერება და სკოლა თვითონ უნდა ზრუნავდეს განვითარებაზე.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია