შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით FACEBOOK-ზე პოსტები გამოჩნდა

ეკონომიკა
 18 თებერვალი 2019

ბოლო რამდენიმე დღეა, თიბისი ბანკის დამფუძნებლების დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელში ათეულებით Facebook გვერდი და პოსტი გაჩნდა.

„გაუმაძღარი მევახშეები“, „სხვისს ხარჯზე გამდიდრებულები“,"შეცდომები მოსულა, დანაშაული არა"- მსგავსი მესიჯებს იყენებენ ე.წ Facebook ბოტები მამუკა ხაზარაძისა და ბადრის ჯაფარიძის წინააღმდეგ. 

როგორც ირკვევა ამ გვერდების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) ანგარიშში მოხვდა. კვლევის მიხედვით, ეს გვერდები წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებდნენ პოსტებს. 

შეგახსენებთ: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის შესახებ დისკრედიტაციის მიზნით, პოსტები გაჩნდა. მსგავსი სახის პოსტები 2019 წლის იანვარში მას შემდეგაც გამოჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკში 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციის კანონიერების საკითხს პროკურატურა სწავლობდა. 

როგორც bmg -ს პიარტექნოლოგიების სპეციალისტმა ელდარ პირმისაშვილმა განუცხადა, მსგავსი ტიპის პოსტები ზიანს აყენებს ქვეყნის ბიზნესგარემოს, რადგან როდესაც ისეთი წონის ბიზნესმენს, როგორიც მამუკა ხაზარაძეა მსგავსი ტერმინებით მოიხსენიებ, არ უფიქრდები რა შეიძლება იფიქრონ ასეთ დროს მცირე და საშუალო ბიზნესის წამომადგენლებმა. 

„თუ მამუკა ხაზარაძეს ასე, ერთი ხელის მოსმით უქმნი მსგავსს პრობლემებს სხვა ბიზნესს არ აყენებ ესე ჩრდილს?“-აცხადებს პირმისაშვილი. მისივე თქმით, როცა მდიდარ და წარამატებულ ადამიანს აძულებ საზოგადოებას ამით ბიზნესგარემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენ",- აცხადებს პირმისაშვილი. 


შეგახსენებთ: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს.

 

 

წყარო : www.BM.GE

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია