შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიდედრმა და საკრებულოს წევრის ცოლმა მათსავე უბნებზე არჩევნები წააგეს

თვითმართველობა
წყარო:  Kutaisi Today / http://kutaisitoday.com/ 
 29 ოქტომბერი 2018

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ქუთაისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძემ თავიანთი ოჯახის წევრები იმ მოტივით გაამწესეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებად ,რომ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებდნენ.

kutaisitoday.com -ი დაინტერესდა მათი საარჩევნო უბნების შედეგებით

ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას სიდედრი მაია ფოფხაძე ქუთაისის #58 -ე საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარედ ჰყავდა დანიშნული,სადაც გრიგოლ ვაშაძემ 202 ხმა ,ხოლო სალომე ზურაბიშვილმა 183 ხმა მიიღო.

ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდული საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძის მეუღლე მარიამ ჯანელიძე #63-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარედ იყო გამწესებული. აღნიშნულ უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 343, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა 131 ხმა მიიღო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია