შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ტორპედოს" ინვესტორისათვის გადაცემის საკითხს ქუთაისის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 დეკემბერი 2019

ქუთაისის "ტორპედოს" ახალი ინვესტორისათვის გადაცემის საკითხს ქუთაისის საკრებულო უახლოს სხდომაზე განიხილავს, რის შემდეგ, სავარაუდოდ, ხუთშაბათს კლუბში ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები შევლენ, -ამის შესახებ "ნიუპრესს" ტორპედოს დირექტორი  თემურ ჩეჩელაშვილი ესაუბრა.

"ქუთაისის მერიამ ჩაჩავასგან კლუბი ფაქტიურად უკვე დაიბრუნა. გადაწყვეტილება, რომ კლუბი იტალიელ ინვესტორებს გადაეცეთ, ქალაქის საკრებულომ უნდა მიიღოს. უახლოეს სხდომაზე, რომელიც ჩანიშნულია, ოთხშაბათს, 25 დეკემბერს განიხილავენ კლუბის ინვესტორისათვის გადაცემის საკითხს. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ახალი ინვესტორი კლუბში შემოვიდეს", - აცხადებს "ტორპედოს" დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი. 

როგორც ცნობილია, ქუთაისის საფეხბურთო კლუბით "ალიანს გრუპ კომპანი" არის დაინტერესებული, რომლის წარმომადგენლები ქუთაისში იმყოფებოდნენ და საკითხი შეისწავლეს. 

შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო"  2017 წელს 100%-იანი წილით, 300 000 ლარად, შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსზე" გაიყიდა. კლუბის მეპატერონე ზაალ ჩაჩავა გახდა, მან ქუთაისის ბიუჯეტში აღნიშნული თანხის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გადაიხადა, რის შემდეგაც დარიცხული ჯარიმების თანხლებით მისი დავალიანება კვლავ 300 ათას ლარს შეადგენდა. ზაალ ჩაჩავა ვალს არ აღიარებს,  რის გამოც მისი კომპანიის წინააღმდეგ ქუთაისის მერიამ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია