შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე 12 რეგიონალური ბიურო იმუშავებს

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 05 მარტი 2019

ქუთაისში  პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია გაიმართა.

 შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის  რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი  მარიკა ვაჭარაძე და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაუძღვნენ.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, 18 თვიანი პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას. 

შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტრორის და რეგიონული მედიის წარმომადგენლები დასწრნენ.

პროექტის დონორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტია, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავლით.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია