შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ აღმიქვამდნენ სერიოზულად, არა სქესის, არამედ ასაკის გამო" - ნინო თვალთვაძე

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/stereotipebze-gamarjvebis-piradi-istoria-nino-tvaltvadze 
 07 მარტი 2019

"ბევრჯერ ყოფილა, არ აღმიქვამდნენ სერიოზულად, არა სქესის, არამედ ასაკის გამო" -განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ  "თანასწორი საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომლის თემას "სტერეოტიპებზე გამარჯვების პირადი ისტორია" წარმოადგენდა. 

"ბევრჯერ ყოფილა, რომ არ აღმიქვამდნენ სერიოზულად, არა სქესის, არამედ ასაკის გამო, ხშირად მსმენია, რომ "უი, რა ახალგაზრდაა", როდესაც ოთახში შემოდიან, პირველი რეაქციაა ხოლმე, "უი, ქალბატონი ნინო სხვაგვარი წარმოგვედგინა"...   ხშირად აღმოქვამენ, როგორც საკმაოდ რბილ ადამიანს, მაგრამ იმედი უცრუვდებათ და მერე ვუხსნი, მე რომ ხმადაბლა ვსაუბრობ, არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც ასეთი ვარ.  ბევრი მზა დამოკიდებულება არსებობს, როდესაც მოდის ადამიანი სასაუბროდ, მაგრამ პოზიტიური მზაობაც არსებობს, განსაკუთრებით დიდია ქალბატონების მიმართვიანობა. ვფიქრობ, რომ ამას განაპირობებს ის, რომ თვითონაც ქალი ვარ და ხშირად გვქონია საუბარი იმ პრობლემებზე, რომელსაც, ალბათ, ნაკლებად გაუზიარებდნენ ამავე პოზიციაზე მამაკაცს", -აღნიშნა ნინო თვალთვაძემ. 

 მისი თქმით, ხშირად ეკითხებიან, აღნიშნავს თუ არა 8 მარტს, რის პასუხად აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეებში კიდევ უფრო გააქტიურებულია გენდერულ თემეზე მსჯელობა. მისი თქმით, ის განსხვავებული ხედვები, რაც გააჩნია ქალებს და მამაკაცებს, გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს. 

 შეხვედრას მოდერაციას ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი უწევდა.  დისკუსიაში საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის პროექტების ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე მონაწილეობდა, რომელმაც ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია