შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის მერმა მსჯავრდებულ ქალებს 8 მარტი მიულოცა

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/qutaisis-merma-msjavrdebul-qalebs-8-marti-mjuloca 
 08 მარტი 2019

ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა რიჟამაძემ ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისში არსებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N 2 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ქალებს მიულოცეს. 

ამ დროისათვის დაწესებულებაში სასჯელს 11 ქალი იხდის.

ქალთა დღე ქუთაისის მერმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე ქალბატონებსაც მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

[R]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია