შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქუთაისი ცოტა სხვანაირი ქალაქია, რომ არ მოგენატროს, არ შეიძლება"

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/qutaisi-cota-sxvanairi-qalaqia-rom-ar-mogenatros-ar-sheizleba 
 11 აპრილი 2019

ჟურნალისტი, რედაქტორი და უკვე ლექსების კრებულის ავტორი მაკა ჯაიანი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის "მედია სკოლის" მოსწავლეებს შეხვდა.  ახალგაზრდებს მან თავისი პოეტური  კრებული "შაქარყინული" გააცნო, ასევე ჟურნალისტის პროფესიულ ჩვევებზე ესაუბრა.

მაკა ჯაიანი ქუთაისიდანაა, თუმცა დედაქალაქში საქმიანობს, "შაქარყინული" მისი პირველი პოეტური კრებულია. ავტორმა ლექსები უკვე წარუდგინა თბილისის აუდიტორიას, რის შემდეგაც ჯერი მშობლიურ ქალაქზე მიდგა.

"რა არის ჩემთვის ქუთაისი?- ვიდრე ჩემები აქ ცხოვრობდნენ, სულ მეგონა, რომ მათ გამო მენატრებოდა აქაურობა.  როდესაც ისინიც გადმოვიდნენ, ეს მონატრების გრძნობა მაინც დამრჩა, მივხვდი, რომ მენატრება კონკრეტული ხე, სახლი, ადგილი, ქუჩა... ზოგადად, ასეთი წვრილმანებიდან იწყება სამშობლო, რომელიც დაკავშირებულია ბავშვობის მოგონებებთან და არასოდეს კვდება შენში...  თან ქუთაისი ცოტა სხვანაირი ქალაქია, რომ არ მოგენატროს არ შეიძლება", -აღნიშნა მაკა ჯაიანმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,  დასასრულს ავტორმა თავისი კრებული მედიასკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია