შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინი წიკლაური ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატია

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/nini-wiklauri-evroparlamentis-deputatobis-kandidatia 
 03 მაისი 2019

„ქართული წარმოშობის გერმანელი” ნინი წიკლაური ავსტრიაში ევროპარლამენტის წევრობის კანდიდატია. ის საქართველოში დაიბადა, ჯერ უნგრეთში ცხოვრობდა,  10 წლის ასაკიდან - გერმანიაში.

ნინიმ  ვენის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, მას ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრში (CIFE) მიღებული აქვს ევროკავშირის ექსპერტის წოდება. მას ადრე როგორც ახალგაზრდა გერმანელ მსახიობს, მომღერალს და მუსიკოს იცნობდნენ,  დღეს კი ავსტრიაში აქტიურად იბრძვის ერთიანი ევროპისთვის და სათავეში უდგას მოძრაობას „ევროპის პულსი“.

ნინი ავსტრიის და ევროპის ცნობილ პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან ერთად სხვადასხვა სიბრტყეზე მედიაში, კონფერენციებზე, პოდიუმ დისკუსიებში განიხილავს დღევანდელი ევროკავშირის გამოწვევევბს, პრობლემებს და ევროკავშირის მომავალს. მას არც საქართველო ავიწყდება. ასე იყო მაშინაც, როცა 15 წლის ნინი, როგორც გერმანული ცნობილი ტელესერიალის „აინშტაინის სასახლე“ მთავარი როლის შემსრულებელი, 2008 წელს ბუქარესტის სამიტის წინ გერმანიის ბუნდეს კანცლერს ანგელა მერკელს ტიურინგენის მომავლის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა, პროტოკოლი დაარღვია და მას ნატოში გაწევრიანებისთვის საქართვლოს მხარდაჭერა სთხოვა.

„ჩემი პირველი შეხება პოლიტიკასთან“ - დღეს ასე იხსენებს ნინი მერკელთან ამ შეხვედრას. ასე იყო მაშინაც, როცა როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის თვითმხილველმა გერმანიაში დაბრუნებისთანავე გერმანულ მედიას ამ ომის საშინელებაზე უამბობდა, რის გამოც მან ტელესერიალის პროდიუსერებისგან მორიგი საყვედური დაიმსახურა.

ნინი წიკლაური თანადამფუძნებელია ახალგაზრდა ევროპელთა ჯგუფის „ვინ თუ არა ჩვენ“. ამავე დროს ის ამავე სახელწოდების წიგნის თანავტორია. “ვინ თუ არა ჩვენ“ პროექტის ფარგლებში ნინი თავის გერმანელ მეგობრებთან მარტინ შპეერთან და ვინცენტ-იმანუელ ჰერთან ერთად 2015 წელს ქუთაისსაც სტუმრობდა (იმერეთი მისი დედულეთია). მნიშვნელოვანია, რომ მათი ინიციატივით ევროკავშირმა დააფინანსა პროექტი „Free interrail ticket,” რომლის საშუალებით 18 წლის ევროპელ ახალგაზრდებს ერთი თვის განმავლობაში მატარებლით ევროპის 30 ქვეყანაში უფასოდ მოგზაურობა შეუძლიათ.

ევროპელი სტუმრები ქართველი ახალგაზრდების პრობლემებს გაეცნენ

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია