შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში "ევროპის დღეები 2019" გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/qutaisshi-evropis-dreebi-2019-gaimarta 
 05 მაისი 2019

ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია თემაზე - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) გაიმართა.

ლექცია მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი გიორგი ჩიტაძე უძღვებოდა.

ლექციის პარალელურად, საინფორმაციო ცენტრი ნატისა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც მოწვეულ სტუმრებს შეეძლოთ თემატურ ლიტერატურას გაცნობოდნენ. აქვე შედგა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია, რომელის იმერეთის რეგიონში მომუშავე ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინდა.

"ვფიქრობთ, რომ ეს აქტივობები მოსახლეობის ინფირმირებას შეუწყობს ხელს რეგიონულ დონეზე. ევროპის დღეების ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი, რაც მის მასშტაბურობას ზრდის. ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებებით შევეცდებით რეგიონის მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას და მათ ინფორმირებულობას, რაც ხელს შეუწყობს ანტიდასავლური მითების გაქარწყლებას",  - აღნიშნა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე იმართება მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოთ ინფორმაცია ევროპული ინტეგრაციის საკითხზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და მოხდეს მოქალაქეების აქტიური ჩართვა ღნიშნულ პროცესში. ევროპის დღეები ხორციელდება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია