შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ბეღურა, რომელიც ქუთაისში აღიზარდა" - დამსახურებული მხატვარი ჯავა ჭეიშვილი გარდაიცვალა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 08 ივლისი 2019

საქართველოს დამსახურებული მხატვარი, დავით კაკაბაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ჯავა ჭეიშვილი გარდაიცვალა. 

 "ადგილის დედაზე უსაზღვროდ შეყვარებული „ბეღურა, რომელიც ქუთაისში აღიზარდა" და მას ბოლომდე უერთგულა ფუნჯით, სიტყვით თუ საზოგადოებრივი საქმიანობით...  წლების განმავლობაში იგი იყო ქუთაისისა და საქართველოს მხატვართა კავშირების გამგეობის წევრი, მუშაობდა საქართველოს სამხატვრო ფონდის ქუთაისის სამხატვრო საწარმო-სახელოსნოების მთავარ მხატვრად. იყო ქალაქის მთავარი მხატვარი. თეატრალებს კარგად ახსოვს მისი დახვეწილი გემოვნებით გაფორმებული სპექტაკლების სიდიადე. უაღრესად დიდია რაინდული ბუნების, ჭეშმარიტად კოლორიტული პიროვნების, უებრო მეგობრის წასვლით გამოწვეული დანაკლისი კოლეგებისათვის, თანაქალაქელებისა და სრულიად საქართველოსათვის.

გვწამს ნათელში იქნება მისი ლამაზი სული, რამეთუ „ჯავა - ყოველთვის ჯავაა.“ -წერენ მის შესახებ  სამხატვრო  გალერეის "ვარლა" გვერდზე.  
 
 

ფერმწერთა „ქუთაისური სკოლის“ ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი 1940 წლის 3 სექტემბერს დაიბადა. ხუთ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯავა მშობლიურ ქუთაისში გამართული ყველა ვერნისაჟის აქტიური, გამორჩეული სახე გახლდათ, იგი წარმატებით მონაწილეობდა თბილისში, მოსკოვში, უნგრეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისსა და შვეიცარიაში გამართულ ჯგუფურ გამოფენებში. სხვადასხვა დროს რამდენიმე პერსონალური გამოფენა ქონდა ქუთაისსა და თბილისში.
1976-1990 წლებში იყო საკავშირო მხატვართა კავშირის, 1990 წლიდან კი, - საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
 წლების განმავლობაში იგი იყო ქუთაისისა და საქართველოს მხატვართა კავშირების გამგეობის წევრი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია